მთავარი > მეცნიერება/სამყარო > “სიცოცხლე” კოსმოსიდან შემოვიდა!

“სიცოცხლე” კოსმოსიდან შემოვიდა!

ბრიტანელმა მეცნიერებმა ლონდონის საიმპერატორო კოლეჯიდან დაამტკიცეს, რომ მეტეორიტ “მერჩისონზე” აღმოჩენილი გენეტიკური და ორგანული ნივთიერების წარმომავლობა დედამიწა არ არის და ისინი კოსმოსიდან შემოვიდა. აქვე გეტყვით რომ მეტეორიტი “მერჩისონი” 1969 წელს ჩამოვარდა ავსტრალიაში.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე სიცოცხლე იმ ორგანული ნივთიერების ბაზებზე აღმოცენდა, რომლებიც ჩამოჰქონდათ ჩამოვარდნილ მეტეორიტებს კოსმოსიდან.

როგორც ბრიტანელი მეცნიერები ამბობენ მათ მეტეორიტის ნაწილებზე იპოვეს ურაცილინი და ксантина. ეს ორი ნაერთი დნმ–ს ნაწილია რომელიც ყოველ ცოცხალ ორგანიზმს გააჩნია. ხოლო კერძოდ ურაცილინი ყველა ნუკლეინის და რიბონუკლეინის მჟავის ნაწილია, თვითონ ეს მჟავები კი ეგრეთ წოდებულ გენეტიკური კავშირების ნუკლეინბაზებში შედიან.

რადიოქიმიური ცდების დახმარებით მათ დაადგინეს, რომ ურაცილი და ксантина მეტეორიტს ღრმა კოსმოსიდან შემოყვნენ. ეს მოლეკულები არ ეკუთვნიან არც მზის სისტემას და არც ჩვენ პლანეტას. ანალიზმა აჩვენა, რომ ნუკლეინის ბაზები შეიცავენ ნახშირბადის მძიმე იზოტოპებს, დედამიწაზე კი ნახშირბადი მსუბუქ იზოტოპებს შეიცავს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სიცოცხლე მსგავსი მეტეორიტიდან გადმოტანილი ნუკლეინის ბაზების ადაპტაციის შედეგად წარმოიშვა. გენური კოდირების საბაზო პრინციპებიც აქედან გაჩნდა.

ასევე ვარაუდობენ რომ 3,8–4,5 მილიარდი წლის წინათ მარსს მსგავსი მეტეორიტების წვიმა დაატყდა, ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ პრიმიტიული სიცოცხლე პლანეტაზე კოსმოსიდან იყოს შეტანილი, ამბობენ მკვლევარები

Advertisements
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: